ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ, - მიხეილ სააკაშვილი "მაგნიტსკის აქტის" ავტორს მიმართავს და სთხოვს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. თავად ავტორმა ბილ ბრაუდერმა ერთხელ უკვე დააფიქსირა საკუთარი აზრი და პოზიცია ქვეყნის ექს პრეზიდენტის შესახებ, "მაგნიტსკის აქტის" ავტორი ფიქრობს რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ციხეში კვდება. რამდენიმე საათი რჩება მორიგ სასამართლო პროცესამდე, რომელსაც პატიმარი პრეზიდენტი ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრება.